17 ოქტომბერს ჩატარდა ზერტის საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბის მორიგი აქტივობა მოდულით: სასკოლო მათემატიკის კლუბის ფუნქციონირებაში ჩართული მხარეები და მათი როლები.
გონებრივი იერიშით და შემდეგ წერტილოკრატიით გამოიკვეთა სამი მხარე ,ვისთანაც შეიძლება ითანამშრომლოს კლუბმა, ესენია:სკოლის ადმინისტრაცია, სხვა კლუბები და პედაგოგები. ბავშვებმა კარგად მოირგეს როლები და შეუდგნენ მუშაობას.
.
სამივე ჯგუფმა ჩამოწერა მოტივები:1. რატომ სურთ თანამშრომლობა მათემატიკის კლუბთან? 2.რას ელოდებიან ამ თანამშრომლობისგან?
ხოლო მათემატიკის ჯგუფმა თითოეულს მიმართა თავისი მოტივით : რას მოელის მათემატიკის კლუბი დაინტერესებული მხარეებისაგან. ამის შემდეგ შევწყვიტეთ მუშაობა.
მესამე დღე
24 ოქტომბერს გავაგრძელეთ 17- ში დაწყებული აქტივობა, თვითეული ჯგუფი გარკვეულ დროში ეცნობა ბარათებს და შემდეგ დაინტერესებული მხარეები გამართავენ დიალოგს მათემატიკის კლუბთან მისაღებ და მიუღებელ თანამშრომლობაზე.საერთო მოტივების არსებობის შემთხვევაში მათი ბარათები ერთად დალაგდა.დიალოგის პერიოდში სხვა ჯგუფები ისმენდნენ და აძლევდნენ რეკომენდაციებს უკეთესი თანამშრომლობისათვის.ბოლოს მოხდა მუშაობის შეფასება და ანალიზი შემდეგი კითხვებით:
-კმაყოფილიხართ თუ არა თქვენი შედეგით?
-მიიღეეთ თუ არა თქვენთვის საინტერესო პასუხებიკლუბისაგან?
-შედგებოდა თუ არა თანამშრომლობა ეს რომ რეალურისიტუაცია ყოფილიყო?
-რომელი დაინტერესებული მხარის მოტივები დაემთხვევოდა კლუბის ინტერესებს მეტად?
და ბოლოს მთელ ჯგუფს მივმართე კითხვით:
-რაზე დაფიქრდით ამ დავალების შესრულების პროცესში და რა იყო თქვენთვის საინტერესო?
ბავშვებმა ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე საინტერესო და აზრიანი პასუხები გასცეს.
მუშაობის პროცესში ჩასმული იყო რამდენიმე ენერჯაიზერი.
Комментариев нет:
Отправить комментарий