2015 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა მორიგი შეხვედრა ზერტისა და პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლების მათემატიკის კლუბებს შორის. ჩატარდა ერთობლივი კლუბური მუშაობა, ზერტის კლუბის წევრების გამოცდილებამ მეტი ინტერესი და აქტივობა შესძინა ამ შეხვედრას. მასპინძლები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ ამ მუშაობაში. მათ ზერტელი სტუმრების დახმარებით შეადგინეს საკუთარი კლუბის "კონსტიტუცია",მოლოდინი, "იდეების ხალიჩა" და სხვა. მეჯვრისხეველებმა ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბეს პრობლემები, და მოახდინეს მათი გენერირება, წერტილოკრატიის საშუალებით დაადგინეს პრობლემა,რომლის გამოსწორებაც ხელს შეუწყობს მათემატიკის ცოდნის დონის ამაღლებას და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებას. კლუბის მუშაობის დროს განხორციელდა რამდენიმე ენერჯაიზერი. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა.
Комментариев нет:
Отправить комментарий