понедельник, 23 ноября 2015 г.

     
        20 ნოემბერს ქ. ქუთაისში, სასტუმრო „რჩეულში“, გაიმართა პროექტის - „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება“ - დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის აქტივობების ამსახველი ფოტო გამოფენა, მოსწავლეების მიერ კლუბური მუშაობის დროს დამზადებული ნამუშევრები და, ასევე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები და დოკუმენტური ფილმი „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება შიდა ქართლში“.
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ პროექტი „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება“ 2013-2015 წლებში განახორციელა. მასში გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა (შავშვები, ზერტი, მეჯვრისხევი, ტყვიავი, ტირძნისი, შინდისი, ახალდაბა, ხიდისთავი) მონაწილეობდა და მისი მიზანი კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების ადგილობრივ თემში მონაწილეობის წახალისება, სამოქალაქო აქტივობების გაზრდა და სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა გახლდათ. პროექტის ფარგლებში თითოეულ საჯარო სკოლაში 7 სხვადასხვა - მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, სამოქალაქო განათლება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, გარემოს დაცვა - ახალგაზრდული კლუბი მუშაობდა. 3 000-ზე მეტმა მოსწავლემ 2 წლის მანძილზე 450-ზე მეტი აქტივობა განახორციელა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეეს გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. აგრეთვე, პროექტის განმახორციელებელი (ცენტრი „აფხაზეთისა“ და ასოციაცია „ათინათის“) და დონორი ორგანიზაციების (აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID, გაეროს ბავშ               ვთა ფონდი - UNICEF) წარმომადგენლებმა                                                                                   ქუთაისიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულები დავბრუნდით, კმაყოფილები და ნაღვლიანები,რომ ვტოვებდით და ვემშვიდობებოდით მარტა ბიბილაშვილის შესანიშნავ გუნდს.






Комментариев нет:

Отправить комментарий