19 ნოემბერს, პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლში, ზერტის საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბმა პროექტის- " მათემატიკის კლუბის პოპულარიზაცია მეზობელ სკოლაში"-ბოლო შეხვედრა გამართა.დასაწყისში გაიხსენეს ბოლო შეხვედრის აქტივობები,ჩავატარეთ ენერგჯაიზერი და გაიმართა მათემატიკური შეჯიბრება "ვიპ"-ი,ორივე სკოლის კლუბების წევრთა მონაწილეობით. ბოლოს გაიმართა მინიკონფერენცია თემაზე: "გეომეტრიული ფიგურები და ორნამენტები ქართულ ხუროთმოძღვრებაში".ორივე კლუბის წევრებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. ორივე მხრიდან,პრეზენტატორებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, ორივე კლუბის წევრებმა შექმნეს თანამეგობრობის პლაკატი, და ბოლოს ყველამ გაიარა "წითელ ხალიჩაზე" შთაბეჭდილებებით დატვირთულმა. ამ შეხვედრას ესწრებოდა ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენელი ირინე გოჩაშვილი,რომელმაც ბოლოს შეაჯამა ეს ღონისძიება.
დიდი მადლობა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთს" ამ პროექტის დაფინანსებისათვის, დიდი მადლობა პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დირექტორს,მის პედკოლექტივს თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.
четверг, 19 ноября 2015 г.
კვირას, 15 ნოემბერს,ცენტრი "აფხაზეთის" პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება"-ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "მათემატიკა და კოსმოსი". ამ კონფერენციას წინ უძღვოდა საველე გასვლა თბილისში, პლანეტარიუმში,საიდანაც ბავშვები ძალიან კმაყოფილები და დაინტერესებულნი დაბრუნდნენ.ზერტის საჯარო სკოლიდან ზემოთ აღნიშნული თემა კონფერენციაზე წარადგინა ორმა მოსწავლემ ილიკო ტიელიძემ და ანა იჩქითმა.მათ მიერ გაკეთებულმა პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
суббота, 31 октября 2015 г.
მესამე შეხვედრა
30 ოქტომბერს,ზერტის და პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლების მათემატიკის კლუბის წევრებმა მოაწყეს საველე გასვლა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების დასათვალიერებლად და კონფერენციისთვის თემების მომზადება დაიწყეს. დღემ ძალიან საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა, ყველა კმაყოფილი იყო და მოტივირებული შემდეგი საქმიანობის დასაწყებად,
მეორე შეხვედრა
2015 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა მორიგი შეხვედრა ზერტისა და პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლების მათემატიკის კლუბებს შორის. ჩატარდა ერთობლივი კლუბური მუშაობა, ზერტის კლუბის წევრების გამოცდილებამ მეტი ინტერესი და აქტივობა შესძინა ამ შეხვედრას. მასპინძლები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ ამ მუშაობაში. მათ ზერტელი სტუმრების დახმარებით შეადგინეს საკუთარი კლუბის "კონსტიტუცია",მოლოდინი, "იდეების ხალიჩა" და სხვა. მეჯვრისხეველებმა ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბეს პრობლემები, და მოახდინეს მათი გენერირება, წერტილოკრატიის საშუალებით დაადგინეს პრობლემა,რომლის გამოსწორებაც ხელს შეუწყობს მათემატიკის ცოდნის დონის ამაღლებას და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებას. კლუბის მუშაობის დროს განხორციელდა რამდენიმე ენერჯაიზერი. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა.
понедельник, 19 октября 2015 г.
პროექტის პირველი დღე დღეს ზერტის საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბის წევრებმა კლუბის ხელმძღვანელთან ერთად დაიწყეს განხორციელება პროექტისა "მათემატიკის პოპულარიზაცია პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში",საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" პროექტის ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება"- ფარგლებში. მათემატიკის კლუბი ეწვია პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლას, სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ელენე ხუციშვილმა, სტუმრებს მათემატიკის კლუბში მუშაობის მსურველი მოხალისეთა ჯგუფი დაახვედრა.
სტუმრებმა მასპინძლებს კლუბური მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს,ისაუბრეს პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე,მის მნიშვნელობაზე, შედეგებზე.ურთიერთ გაცნობის მიზნით,ჩატარდა ენერჯაიზერი. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა მომავალი შეხვედრა და ჩასატარებელი ღონისძიება. დღემ საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.
სტუმრებმა მასპინძლებს კლუბური მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს,ისაუბრეს პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე,მის მნიშვნელობაზე, შედეგებზე.ურთიერთ გაცნობის მიზნით,ჩატარდა ენერჯაიზერი. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა მომავალი შეხვედრა და ჩასატარებელი ღონისძიება. დღემ საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შარშან,2014 წლის მაისში,განახორციელეს პროექტი "შესაძლებლობები შეუზღუდავია", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" დახმარებით.პროექტს ხელმძღვანელობდა მათემატიკის კლუბის ხელმძღვანელი ლუბა დიდებელი. ამ პროექტის მეშვეობით მოეწყო სსს მქონე მოსწავლეთა ოთახი. შეიძინეს სასწავლო შემეცნებითი ხასიათის წიგნები,გასართობი სათამაშოები, ხმოვანი წიგნები,საწერი და სახატავი ნივთები,სკოლის გარეთ მყოფი ოთხი ასეთი ბავშვისათვის გაამზადეს საჩუქრები და ტკბილეული ,
Подписаться на:
Сообщения (Atom)



















